აქცია პარლამენტთან გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გრძელდება

24 ივნისი 2019, 21:14 1343 ნახვა

ქვეყანაში განსხვავებული ორშაბათი გათენდა - იცვლება პოლიტიკური ცხოვრება და საარჩევნო სისტემა - არ იცვლება მინისტრი გახარია - „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარიას ნაცვლად მაჟორიტარების ადგილები დათმო - ახლა პარლამენტში ყველა ის პარტია შევა, რომელიც გარკვეულ მხარდაჭერას მოიპოვებს, ამას კი თუ არაფერი შეიცვალა, ბუნებრივი ბარიერი დაარეგულირებს.

სანამ კონსტიტუციონალისტები, საარჩევნო საკითხების სპეციალისტები და დეპუტატები სისტემას და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ, ხალხი პროტესტს განაგრძობს, ახალგაზრდები კვლავ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ, ხელისუფლებას კი 5-ით 0-ს უგებენ - დღეს აქციის მეხუთე დღეა -  ამის პარალელურად კი ცნობილი ხდება რომ მინისტრი პარლამენტში ითხოვს მისვლას, მას სავარაუდოდ 28 ივნისს მოუსმენენ.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი