პარლამენტთან აქცია დღეს 19:00 საათზე განახლდება. მანამდე 14:00 საათზე, აქციის მონაწილეები შს სამინისტროს შენობისკენ ავტოკოლონებით გაემართებიან და სიგნალებით გამოხატავენ პროტესტს. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამმა პირმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო.
მთავარი მოთხოვნაა გადადგეს გიორგი გახარია, ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით და გათავისუფლდნენ 20 ივნისს დაკავებული მოქალაქეები.