ვადასტურებ, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კონსულტაციები იყო - არჩილ თალაკვაძე

21 ივნისი 2019, 15:43 2287 ნახვა

''ქართული ოცნების'' ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარის პოზიციაზე მისი კანდიდატურაც განიხილება, ადასტურებს რომ მოლაპარაკება იყო, თუმცა კონკრეტული შედეგების შესახებ გადაწყვეტილებას დეპუტატები უახლოეს სხდომაზე მიიღებენ. 

''რაც შეეხება შემცვლელს და კანდიდატურას ძალინ მიმძიმს ამასთან დაკავშირებით საუბარი. ირაკლი კობახიძე  ჩვენი გუნდის ლიდერია, კარგი თავმჯდომარე იყო. მან მთელი საპარლამენტო გუნდის პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე. სიახლეების შესახებ მომდევნო სხდომაზე იქნება საუბარი. კონსულტაციები იყო ვადასტურებ'' - თქვა თალაკვაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში