"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით პარლამენტს არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს - ამის შესახებს ჟურნალისტებს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
"მე შემიძლია გაგიმხილოთ მეტი კანდიდატურა არ განიხილება და პარლამენტის უმრავლესობა მხარს დაუჭერს არჩილ თალაკვაძის თანამდებობას ამ თანამდებობაზე" - განაცხადა მდინარაძემ.
ირაკლი კობახიძემ, პოლიტსაბჭოს შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. გუშინ ის აცხადებდა, რომ სერიოზულად არ განიხილავდა თანამდებობის დატოვების საკითხს.