​კონტრაქციაზე დაკავებული ყველა პირი თავისუფალია

16 ივნისი 2019, 15:14 1890 ნახვა

"თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციისას დაკავებული  შვიდივე პირი, გუშინ გვიან ღამით გაათავისუფლეს. 3 მათგანს 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, დანარჩენების მიმართ გასატარებელი სანქციის შესახებ სასამართლო მომდევნო კვირას იმსჯელებს.

დაკავებულებიდან ერთ-ერთი, გიორგი ოძელაშვილი, პოლიციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს. მისი თქმით წინასწარი დაკავების იზოლატორში ტელეფონზე დარეკვის საშუალება და საკვები არ მისცეს. კონტარქციის ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ დღეს ჯერ სამებაში, ილოცებენ, საღამოს 8:00 საათისთვის კი ვერის ბაღში შეიკრიბებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში