კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა - ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა. კაპრალი ხარაზიშვილი გამთენიისას შეუძლოდ გახდა. ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს, სადაც მას გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი გარდაიცვალა.
ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.