სხდომა 73-ე მაჟორიტარულ ოლქში

22 აგვისტო 2016, 00:00 2811 ნახვა

საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება მიმდინარეობს 73-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც წელს საზღვრები შეიცვალა და ხულოს, შუახევის და ქედის ოლქებია გაერთიანებული. საარჩევნო უბნების კომისიის წევრთა შესარჩევად კონკურსი 3 აგვისტოს გამოცხადდა. განცხადებების მიღება 17 აგვისტოს დასრულდა, 780 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი ათას 216 კონკურსანტმა შეიტანა. 73-ე მაჟორიტარულ ოლქში 130 უბანია. აქედან 54  ხულოში, 49 შუახევში, 27 კი ქედაში. კომისიის სხდომას აკვირდება სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში