ინტენსიური განაშენიანება ენერგო კრიზის ქმნის ბათუმში

10 ივნისი 2019, 21:16 2133 ნახვა

ბოლო პერიოდის დაუძლეველი ბარიერი და დაბრკოლება ტურისტული ქალაქისთვის - მასშტაბური და ხშირად ქაოსური მშენებლობების ფონზე, ქალაქში ელექტრომომარაგების კრიზისი იქმნება - პრობლემა ახალი არაა, თუმცა უკვე თვეებია მიდის საუბარი იმაზე, რომ ელექტროგადამცემები რეკონსტრუქციას საჭიროებს - დიდი დატვირთვის ფონზე, ხშირია შემთხვევა როდესაც, კერძო სახლებშიც კი ერთდროულად მომხმარებელი ვერ იყენებს მაგალითად კონდიციონერს და ტელევიზორს - საუბრობენ ტექნიკის დაზიანებაზეც.

დატვირთვის ფონზე პრობლემები ექმნებათ ბიზნეს-კომპანიებსაც. ამ საკითხზე სამმხრივი შეხვედრა უკვე შედგა - 20-მდე კომპანია ეკონომიკის სამინისტროს და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებს შეხვდა. გაზრდილი ტურისტული ქალაქის, მზარდი პრობლემა და გადაჭრის გზები.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი