დაკავება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით

22 აგვისტო 2016, 00:00 2772 ნახვა

შსს-მ საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა შრი-ლანკის 3 და თურქეთის 1 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სარფში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით,  შრი-ლანკის რესპუბლიკის 3 მოქალაქე, სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს საზღვრის გადაკვეთას თურქეთის მოქალაქის დახმარებით ცდილობდა.

ამავე კატეგორიაში