თბილისში ძლიერი წვიმის გამო, ვერეს ხეობაში მოძრაობა შეიზღუდა - საგანგებო სამსახურში 25 შეტყობინებაა შესული

09 ივნისი 2019, 00:49 3018 ნახვა

თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდა. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, ავტომობილით გადაადგილება დროებით შეზღუდულია გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - მდინარე ვერეს ხეობაში.

ამ დროისთვის, თბილისის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების სამსახურში 25-ზე მეტი შეტყობინებაა შესული. შეტყობინებების უმრავლესობა დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს უბნებს უკავშირდება.

ყველა გამოძახების ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს სამუშაოები.

„ამ დროისთვის, თბილისის მასშტაბით, საგანგებო სამსახურში 25 შეტყობინებაა შემოსული. შეტყობინებების უმრავლესობა დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს უბნებს უკავშირდება. ყველა გამოძახების ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს სამუშაოები.

ასევე, ძლიერი წვიმა მოვიდა შიდა ქართლის რეგიონში. სულ საგანგებო სიტუაციების სამსახურში შემოვიდა 20 შეტყობინება, ძირითადად დატბორილი იყო ქუჩები, ყველა მათგანზე რეაგირება უკვე მოახდინეს მაშველებმა. გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში წვიმის შედეგად გზაზე ჩამოიშალა ქვიშა, შესაბამისი სამსახურების მიერ გზის სავალი ნაწილი უკვე გაიწმინდა“, – აცხადებენ შსს-ში.

ინფორმაციას პირველი არხი არვცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში