აუდიტის სამსახურის შესახებ კანონპროექტი, რომელიც უმაღლეს საბჭოში ოპოზციური ფრაქციის მიერ არის ინიცირებული, დროებით შეაჩერეს. მიზეზი დოკუმენტზე დამატებით მსჯელობის საჭიროებას ასახელებენ. პროექტის თანახმად, უნდა განისაზღვორს აჭარის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის არჩევის წესი და ანგარიშის მოსმენის ფორმა.
დეპუტატები ამბობენ, რომ ცვლილებებზე შენიშვნები ჰქონდა აუდიტის სამსახურსაც. დოკუმენტის გარდა, დეპუტატთა ნაწილი აუდიტის დეპარტამენტის ამჟამინდელ უფროსს, კახაბერ კირტავას აკრიტიკებს.
მერვე წელია აჭარაში აუდიტის დეპარტამენტს მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს. ამდენივე წელია კახაბერ კირტავა თანამდებობაზე დამტკიცებას ელოდება. აუდიტის სამსახურმა მისი დანიშვნის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა უმაღლეს საბჭოს, თუმცა კირტავასადმი დადებითი განწყობა არც ოპოზიციას და არც მმართველ გუნდს არ აქვს.
მმართველ პარტიას შენიშვნები კირტავას აუდიტის სამსახურში ნაციონალური მოძრაობის პერიოდში მუშაობას უკავშირდება.ამბობენ, რომ ქართული ოცნებისთვის“ ფულის შეწირვის გამო გაუმართლებელ სანქციებს აკისრებდნენ. ოპოზიცია კი, ამჟამინდელი საქმიანობას არასაკმარისად მიიჩნევს, რადგან მათ განცხადებებსა და მიმართვებზე აუდიტის სათანადო რეგირება არ აქვს.
დეპუტატები მხოლოდ იმაზე თანხმდებიან, რომ აუდიტის დასკვნები ობიექტურია.
კახაბერ კირტავას მუშაობის პერიოდს უკავშირდება, აჭარაში ბოლო დროს ხმაურიანი აუდიტის დასკვნები. რამდენიმე საქმეზე გამოძიება დაიწყო, მათ შორის არის ბათუმის სასაფლაოების საქმე, პროკურატურამ 3 მილიონიანი ტენდერის შესახებ გამოძიება, რამდენიმე თვეა დაწყებულია. ახალშენის კულტურის სახლის საქმე, რომელიც აუდიტის დასკვნაში მოხვდა, საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე პირი დააკავა.
როდის აირჩევს უმაღლესი საბჭო აჭარაში აუდიტის დეპარტამენტის უფროს უცნობია. მოქმედ კანონპროექტს მხარეები იწუნებენ. ოპოზიციის მიერ, ერთი წლის წინ ინიცირებული კანონპროექტი კი გაიწვიეს.
მიზეზი დამატებითი კონსულტაცია, რომელიც აუდიტის სამსახური, მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად უნდა შედგეს. ამჟამად აუდიტის სამსახური კონკურსის საფუძველზე გამარჯვებულ კანდიდატს წარუდგენს უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად. მოქმედი რედაქციით, აუდიტის სამსახურს უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენის ვალდებულება არ აქვს. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის უფროსის კანდიდატს არც კომიტეტებში უსმენენ, უმაღლეს საბჭოს მხოლოდ კენჭიყრის პრეროგატივა გააჩნია. მართველი ძალა და ოპოზიცია უმაღლესი საბჭოს ამ მხრივ საკუთარი როლის გაძლიერებას ითხოვს.
უმაღლეს საბჭოში ამბობენ, რომ დოკუმენტზე გარკვეული შენიშვნები ჰქონდა აუდიტის სამსახურს. ჩვენ აუდიტის სამსახურს დავუკავშირდით, ველოდებით მათგან ინფორმაციას. ასევე საინტერესოა რას უპასუხებს დეპუტატების უცვლელ ბრალდებებს თავად კახაბერ კირტავა, რომელის დეპარტამენტში მუშაობის პერიოდს ბოლო წლებში ბევრი ხმაურიანი აუდიტის დასკვნა უკავშირდება. შეგახსნებთ, რომ მუნიციპალიტეტების შესახებ გამოქვეყნებულ შესაბამისობის აუდიტის დასკვნებზე მთავრობის თავმჯდომარე რამდენიმე თვის წინ მერებიც კი დაიბარა.