''თქვენი გუნდის მხრიდან, უპატივცემულობა იყო უმაღლესი საბჭოს აქ ''გამორეკვა'' - უთხრა დღეს სხდომაზე დავით გაბაიძემ, ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრს.
კამათი და დაპირისპირება, უმაღლესი საბჭოს ჩაქვიდან ბათუმში, შესაძლო გადმოსვლის საკითხს მოჰყვა.
ელგუჯა ბაგრატიონი: ''იმიტომ ვართ აქ, რომ საკუთარ კომფორტზე ვიზრუნოთ''? - იკითხა დეპუტატმა სხდომაზე. მას ჯერ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა უპასუხა, მოგვიანებით კი დიალოგში დეპუტატი დავით ბაციკაძეც ჩაერთო.
დავით გაბაიძე: ზუსტად ''გამორეკვა'' ქვია ამას.
ელგუჯა ბაგრატიონი: რას ნიშნავს გამორეკვა?
დავით გაბაიძე: ''ის რაც მოხდა... ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძა თქვენმა ადგილობრივმა ლიდერმა და აღარ დამანახოთ ესენიო, დეპუტატებზე მიუთითა. ზუსტად ეს იყო. შენობაც კი არ ჰქონდა შერჩრული''.
დავით ბაციკაძე: მიშას ''ხუშტურებით'' მოხდა ყველაფერი...
ელგუჯა ბაგრატიონი: ''მაგ მენტალიტეტიდან ვერ გამოდიხართ. გგონიათ, რომ ერთ ქალაქში უნდა იყოს ყველაფერი''.
დღეს, 5 ივნისს დეპუტატებს შორის დაპირისპირება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ანგარიშის მოსმენის თარიღის განსაზღვრასაც მოჰყვა.