ივანიშვილი-რიჟვაძის სპეცოპერაცია აჭარის მაუწყებლის წინააღმდეგ - ასმათ დიასამიძე

04 ივნისი 2019, 12:20 3909 ნახვა

ივანიშვილი-რიჟვაძის სპეცოპერაცია ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესს. ბრიფინგზე ასმათ დიასამიძე ტელევიზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია ზოიძის გუშინდელ განცხადებას  გამოეხმაურა.

ასმათ დიასამიძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის გაკონტროლებას. პარტიაში კონსულტაციების დაწყებას გეგმავენ ყველასთან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება და ტელევიზიის დამოუკიდებლობა. შეგახსენებთ, ტელევიზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ღია წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მაუწყებლის  დირექტორის იმპიჩმენტი და არჩევნები პოლიტიკურად მართული პროცესია.

"ამ პროცესს დავარქვით ივანიშვილი-რიჟვაძის სპეცოპერაცია და ამას ნათლად ადასტურებს, გუშინ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალობის შემსრულებლის ნათია ზოიძის წერილი. ამავე დროს, აჭარის ტელევიზიის და რადიოს ბორდის წევრის ბეჟან გობაძის განცხადებაც -‘’ქართული ოცნების’’ მხრიდან ზეწოლას ვგულისხმობ, დიახ,  ჩვენ გვაქვს ინფორმაცია დადასტურებული, რომ ‘’ქართულ ოცნებას’’ ბორდის ყველა წევრთან აქვს მოლაპარაკება, ფაქტიურად ბორდი იქცა დანამატად "ქათული ოცნების", შესაბამისად რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვები. კითხვები აქვს საზოგადოებას. მოვუწოდებ ყველას, ეს მარტო ჩვენი გნცხადება არ არის, ეს არის აჭარაში მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტიის დამოკიდებულება, ყველას მოვუწოდებ იყოს ჩართული ამ პროცესში. ამავე დროს მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას" მაქსიმალურად შეიკავონ თავი, ჩამოცილდნენ აჭარის მაუწყებელს, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ამ ეტაპზე, შესაბამისად ბიძინა ივანიშვილმა, თორნიკე რიჟვაძემ უნდა შეეშვან ამ ზეწოლას. თავისუფალ სიტყვას უნდა მიეცეს თავისუფლება. ჩვენ ყველანი ვდებთ პირობას დავიცავთ მაუწყებლის დამოუკიდებლობას და თავისუფალ სიტყვას" - განაცხადა ბრიფინგზე ასმათ დიასამიძემ.

ასმათ დიასამიძეს მმართველი გუნდიდან, დეპუტატი დავით ბაციკაძე გამოეხმაურა.  "ეტყობა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხოლოდ ერთადერთი ქართული ანდაზა დაიმახსოვრა - "გაღმა შეედავე, რომ გამოღმა არ შემოგედავონო". ყველას კარგად ახსოვს სპეცოპერაცია ტელეკომპანია იბერიაში, კავკასიაში, იმედში, ტელეარხ 25-ში, როგორ შევარდა სპეცრაზმი.

ასეთი რამე, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში საზოგადოებას არ უნახავს და ღმერთმა არც ანახოს, არც იქნება. ჯერ ერთ კანდიდატზე გაცხადდა, თითქოს ჩვენ ვლობირებდით, გაყვანა გვინდოდა და საერთოდ ვერ მოხვდა იმ ადამიანებს შორის, ვისაც მხარი დაუჭირეს და დირექტორიც ვერ ავირჩიეთ.

სად იყო ნათია ზოიძე არჩევნებამდე? როგორც კი მასთან მივიდნენ, რატომ არ გააკეთა ბრიფინგი, რატომ ეგრევე არ თქვა და მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა განცხადება, როცა შედეგი დადგა და დირექტორი ვერ აირჩიეს? ნათია ზოიძეს გავახსენებ, რომ ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც არ იბარებს ფრაქციის სხდომებზე საინფორმაციო სამსახურის უფროსს, როგორც მას იბარებდნენ და თვითონ მიდიოდა და ესწრებოდა" - ამბობს დავით ბაციკაძე.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი