დაკავებულია ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი

30 მაისი 2019, 16:59 9356 ნახვა

დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულია ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი. სპეცოპერაცია დღეს რამდენიმე უწყებაში ერთდროულად ჩატარდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სავარაუდო დაკავებულებს შორის არიან ასევებათუმის ვიცე მერი თენგო პეტრიძე,  გოგა ლომაძე (ერგასლან ლომაძე), ნუკრი ხინთიბიძე, ბექა ხალვაში. ყველა მათგანი წარსულში კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობდა. 

ბათუმის მერიაში ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ადასტურებენ. პრესსამსახურში ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იციან.

თენგო პეტრიძეს ვერ ვუკავშირდებით, მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. 

მაუწყებლის გადამღებმა ჯგუფმა, მერიიდან გამოსული პოლიციის თანამშრომელი დააფიქსირა, თუმცა თქვა, რომ  შენობაში პირად საქმეზე იყო და სპეცოპერაციის შესახებ არაფერი იცის.

მაუწყებლის ინფორმაციით, დღეს სპეცოპერაციით აიყვანეს განათლების მინისტრის მოქმედი მოადგილე ბაგრატ მანველიძე, რომელიც წლების განმავლობაში ბათუმის ვიცე-მერი იყო.   

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი