ომარ მახარაძეს პოლიციაში გამოკითხვაზე ელოდებიან

29 მაისი 2019, 21:26 1894 ნახვა

ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოში ომარ მახარაძეს ელოდებიან. დეპუტატი და უკვე ყოფილი ლექტორი საგამოძიებო უწყებაშია დაბარებული, თუმცა სამმართველოსთან მთელი დღეა არ გამოჩენილა. იგი ასევე არ მივიდა ეთიკის კომისიის სხდომაზე. მოვლენათა განვითარება კი ჰგავს იმას რაც ხმაურის და დაგმობის ფონზე ჰოლივუდმა უკვე გაიარა - აქაც საქმე სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან გვაქვს, აქაც ლექტორმა და დეპუტატმა, ბევრი რამ უკვე დაკარგა.

რჩება დეპუტატის მანდატი - მანდატის დატოვების შემთხვევაში კი მის მაჟორიტარულ ოლქში განმეორებითი არჩევნები იქნება ჩასატარებელი. ამ გარემოებების გარდა, თვალშისაცემია კიდევ რამდენიმე ფაქტი, მათ შორის ადვოკატის განცხადება საია-ს მისამართით და უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს გენდერული საბჭოს დუმილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი