26 მაისის პარკში, მკლავჭიდში, სპორტული ტურნირი გაიმართა. სხვადასხვა სახეობის შეჯიბრებაში 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვებულებს, თასები, მედლები და საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით და მასობრივი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.