უკვე ცნობილია, რომ მეორე ტური იქნება მთაწმინდის ოლქში. აქ 31 უბნიდან ცესკომ ყველა უბნის მონაცემები შეაჯამა. პირველადი მონაცემებით ასე გადანაწილდა :,, ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ხმების 36.83% მიიღო , ,,ქართული ოცნების“ კანდიდატმა კი 41 %. ეს იმას ნიშნავს, რომ 50+1 ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.