მახინჯაურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 35 წლის კაცს ჭრილობა ფეხის არეში, დანით აქვს მიყენებული. შემთხვევა დაახლოებით, 20:00 საათზე მოხდა.
ბათუმის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცს სამი ჭრილობა ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.