დონალდ ტუსკი ბათუმის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

14 მაისი 2019, 15:00 1661 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა.  პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ქვეყანაში განხორციელებულ  რეფორმებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით,  საქართველო არის 100 პროცენტით ევროპული ქვეყანა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი,მთავრობის მეთაურმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს განათლების მასშტაბური რეფორმის შესახებ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა თბილისში “ევროპული სკოლის” გახსნა, რომელიც ახალგაზრდებს ევროპული დონის განათლების მიღების საშუალებას მისცემს.

მამუკა ბახტაძისა და ჟან-კლოდ იუნკერის შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ცნობილია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ივლისში ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში