მრჩეველთა საბჭოს ანგარიში შესაძლოა საგაზაფხულო სესიაზე ვერ განიხილონ

10 მაისი 2019, 21:25 1729 ნახვა

დღის კითხვაა როდის მოუსმენენ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩევლებს უმაღლეს საბჭოში? როგორც ჩანს ამას საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიაზე არ აპირებს - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით ახლა ეს ვერ მოესწრება.

რა თქმა უნდა ჩნდება კითხვა - რატომ? პასუხი პრიორიტეტად დასახელებული რეგიონის ბიუჯეტია, თუმცა გაურკვეველია რატომ იქმნება წელს ასეთი გარემოება, როდესაც უმაღლესი საბჭო ბიუჯეტს გასულ წლებშიც ამ დროს განიხილავდა და ამავე პერიოდში ახერხებდა მრჩეველთა საბჭოს ანგარიშის მოსმენას სასესიო ფორმატში. ეს კითხვა აქვთ  მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოშიც.

აქ ამბობენ, რომ იმპიჩმენტის ფონზე რა თქმა უნდა აუცილებელია საჯარო განხილვის მოწყობა. მესამე სექტორში კი აქცენტი პროცესის შესაძლო ხელოვნურ გაჭიანურებაზე კეთდება. რატომ შეიძლება არ სურდეს საბჭოს ანგარიშის საჯარო მოსმენა ახლა?

(ფოტო: არქივი)

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი