აჭარის უმაღლეს საბჭოში ქვედა სილეზიის დელეგაციას უმასპინძლეს

10 მაისი 2019, 13:43 1018 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში ქვედა სილეზიის დელეგაციას უმასპინძლეს. შეხვედრაზე   განხორციელებული პროექტები განიხილეს  განათლების და სამედიცინო სფეროებში. შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ იმუშავებენ ეკონომიკური მიმართულებითაც.  

მიმდინარეობს პოლონურ მხარესთან მოლაპარაკებები ბათუმისა და ვროცლავის დამეგობრების შესახებ. ასევე პოლონეთში უნდა გაიმართოს ჯანსუღ კახიძის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება.

უმაღლესი საბჭოში გამართულ შეხვედრაზე რეგიონული პარლამენტების კონფერენციაზეც გამახვილდა ყურადღება, რომელშიც ქვედა სილეზიის, ბრანდენბურგისა და აჭარის საკანონმდებლო ორგანოები მიიღებენ მონაწილეობას.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი