რატომ ვერ იღებენ საჯარო ინფორმაციას დაინტერესებული პირები?

08 მაისი 2019, 21:20 1318 ნახვა

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი გაუარესებულია - IDFI-ს ცნობით ყველაზე დახურულ უწყებად კვლავ იუსტიციის სამინისტრო რჩება - 345 გამოთხოვილი ინფორმაციიდან, ამ უწყებამ 316 საერთოდ უპასუხოდ დატოვა. 100%-იანი ანგარიშვალდებულებით სარგებლობს თითქმის 42 საჯარო დაწესებულება, სათავეში კი საჯარო სამსახურის ბიუროა. საჯარო ინფორმაციის მიწოდების ხარისხი მოუწონეს სამ სამინისტროს აჭარაშიც.

ამ ანგარიშში ვერ მოხვდა, მაგრამ ბოლო პერიოდში საჯარო ინფორმაციის კუთხით ყველაზე ხმაურიანი თემა ბათუმში შპს „ბათუმის წყალს“ უკავშირდებოდა. კომპანია კანონს იშველიებს, ინფორმაციის მიღების მსურველები კი ასევე კანონის ენით საუბრობენ და შერჩევით მიდგომაზე ამახვილებენ ყურადღებას.  დავა  საია-სა და კომპანიას შორის უზენაეს სასამართლოში გრძელდება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი