ყადირ შერვაშიძის ქუჩა მეწყრის შემდეგ

18 აპრილი 2016, 00:00 5110 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წევრები ბათუმის მერიას უკანონო სამუშაოების განხორციელებაში ადანაშაულებენ. გელა დეკანაძის განცხადებით, ყადირ შერვაშიძის ქუჩაზე იანვარში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც გზა დაზიანდა და მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობს. სტიქიამ პრობლემები ერთ-ერთ ადგილობრივსაც შეუქმნა. ოპოზიციის წევრები აცხადებენ მერიამ სამუშაოები დაგვიანებით დაიწყო და უკანონოდ ასრულებს, რადგანაც არ გამოუცხადებია ტენდერი და არ არსებობს პროექტი და ხარჯთაღრიცხვა. სამუშაოების გაჭიანურებას ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი დაგვიანებულ გეოლოგიურ დასკვნას უკავშირებს. რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, მისი თქმით, ყველა დოკუმენტაცია წესრიგშია. 

ამავე კატეგორიაში