ავარია ჩაქვის გვირაბთან. მერსედესის მარკის ავტომობილი გზის გამყოფ ბორდიულს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ქალი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ავტომობილში სულ სამი ადამიანი იმყოფებოდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი გზაზე დასაშვები სიჩქარით მოძრაობდა, თუმცა სავარაუდოდ, უამინდობის გამო მანქანა მოცურდა. ჩაქვი ბათუმის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, გზის გამყოფ ზოლში გაჭრილია არხი, სადაც წყლის დონე მაღალი იყო და მაგისტრალზე გადმოღვრილმა წყალი გახდა საჭის დაუმორჩილებლობის მიზეზი.
შსს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.