პანამის დროშით მცურავი გემი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა

03 მაისი 2019, 12:22 1370 ნახვა

საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტზე პანამის დროშით მცურავი გემი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა ნავთობის შემცველი წყლებით დააბინძურა.

გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ მიეცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში