დათმობენ თუ არა ჩინოვნიკები ძვირადღირებულ ავტომობილებს ჰიბრიდულის სანაცვლოდ?

02 მაისი 2019, 23:16 1283 ნახვა

შემცირდება თუ არა სახელმწიფო ბალანსზე არსებული 3 119 ავტომობილის რაოდენობა და დაზოგავს თუ არა სახელმწიფო მილიონობით ლარს, რომელიც ამ მანქანების მოვლა-პატრონობისათვის იხარჯება.

ჩაენაცვლება თუ არა სამთავრობო ძვირადღირებულ ავტომანქანებს ელექტრო და ჰიბრუდულ ძრავაზე მომუშავე ავტომობილები? დეტალები, ამ ეტაპზე  უცნობია. სამთავრობო ავტოპარკის შემცირების რეკომენდაცია გარემოს დაცვის კომიტეტს ეკუთვნის.

ინიციტივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კომიტეტმა მოკვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ დედაქალაქში ჰაერის დაბინძურებაზე გავლენას, ავტომობილის გამონაბოლქვიც იწვევს.

გარემოზე მზრუნველობის გარდა ხელისუფლებამ ფინანსების დაზოგვის მიზნით ავტოპარკის შემცირება არაერთხელ დაანონსა. 2014  წლიდან დაწყებული ოპტიმიზაციის პროცესის შედეგით უკმაყოფილონი არიან  არასამთავრობო ორგანიზაციები.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი