ხულოში გამოიდარა თუმცა, ძლიერი ყინვისა და დიდთოვლობის გამო გადაადგილება კვლავ შეფერხებულია. აჭარის საგზაო დეპარტამენტის 12 ერთეული ტექნიკა 10 მიმართულებით მუშაობს ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია თუმცა გადაადგილება რეკომენდებული მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თქმით სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და რამდენიმე საათში გზის 80% გაწმენდილი იქნება.
ამ დროისთვის ელექტრო ენერგია 5 სოფლის: ვაშლოვანის, უჩხოს, გუდასახოს, დიდაჭარის და ძირკვაძეების 350-მდე აბონენტს არ მიეწოდება. თოვლის საფარი დაბა ხულოში 1 მეტრს მაღალი ზონის სოფლებში კი 1 მეტრ ნახევარს აღწევს. გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 2 მეტრია. შუახევიდან გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ მოცურებისსაწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დაშვებული.