"ხანძრის შედეგად დაშავებული 21 პაციენტიდან სტაციონარში 7 პაციენტი რჩება. 14 პაციენტი კი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან" - ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრიოში ადასტურებენ.
საზოგადოებასთან ურთიერობის სამსახურის ინფორმაციით, 7 პაციენტიდან 2 მოტეხილობას მკურნალობს, ხოლო დანარჩენი 5 ინტოქსიკაციის ნიშნებით რჩება მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ.
გუშინ, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 21 დაშავდა.