მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში. გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, სამარშუტო ტაქსი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.
შემთხვევა ქობულეთის შემოვლითი გზის, ოჩხამურის მონაკვეთზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.