5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი მიმოქცევაშია

05 სექტემბერი 2017, 20:00 915 ნახვა

ლარის განახლების პროცესი გრძელდება. 20, 50 და 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს 5 ლარიანიც დაემატა.  ის მიმოქცევაში  წინა ემისიების კუპიურებთან ერთად იქნება. 


განახლებულ ბანკნოტზე  თავდაპირველი თემატიკა შენარჩუნებულია: წინა მხარეს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით.  უკანა მხარეს კი ნიკო ფიროსმანის ტილოები - "მეთევზე წითელ პერანგში" და "კალოა" გამოსახული. ასევე,  დატანილია საქართველოს სახელმწიფო გერბი. 
 



5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია  ამომცნობი ნიშანი, სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.  



განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი