ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღის მშენებლობა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში ოქტომბერში დასრულდება. პროექტის ფარგლებში, 2- სართულიანი შენობა აიგება და ბაგა-ბაღი 50-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება.
სამშენებლო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძესთან ერთად გაეცნო.