ქალაქის მერიის ორგანიზებით, ბათუმის ბულვარში, სამ ლოკაციაზე ფოლკლორული კონცერტები გაიმართება. მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის წარმომადგენელ ლამზირა ბოლქვაძის თქმით, პროგრამის მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაციაა. თვის ბოლომდე 12 კონცერტი ჩატარდება.