ლონდონელმა მეხანძრეებმა ქემდენის ცნობილ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს

09 ივლისი 2017, 20:00 801 ნახვა

ლონდონელმა მეხანძრეებმა ქემდენის ცნობილ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. ,,როიტერის" ცნობით, შენობის პირველი მეორე, მესამე სართულები და სახურავი სრულად დაიწვა. ცეცხლის ლოკალიზების ოპერაციაში 70 მეხანძერე იყო ჩართული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ დრომდე 120-ზე მეტ შენობას  არ აქვს ანტი-სახანძრო აღჭურვილობა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი