კურორტ ბეშუმში არსებული უკანონო ნაგავსაყრელი გაუქმდა

05 ივლისი 2017, 20:00 953 ნახვა

კურორტ ბეშუმში არსებული უკანონო ნაგავსაყრელი  გაუქმდა. ტერიტორიაზე რეკრეაციული ტყის განვითარების პროექტის განხორციელება იგეგმება.  ინიციატივა პროექტების „ტყის მართვა” და „ნარჩენების ტექნოლოგიები საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.

ბეშუმიდან ნარჩენების  გატანას ბათუმის სანდასუფთავების სამსახურის ავტომობილებით უზრუნველყოფენ. ხულოს მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელი არ არსებობს, ამიტომ, ბეშუმიდან  ბათუმის მიმართულებით, ნარჩენებს ბათუმის სანდასუფთავების ავტომობილებით კვირაში რამდენჯერმე გაიტანენ.

კურორტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ნარჩენების მართვისთვის, ტერიტორიაზე ნაგვის ურნები უკვე განთავსდა. ბეშუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივლისს იხსნება.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი