ჯანი ბუკიკიოს უკვე შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები

28 ივნისი 2017, 20:00 958 ნახვა

ჯანი ბუკიკიოს უკვე შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები.  როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ისინი შეეცადნენ აეხსნათ ჯანი ბუკიკიოსთვის, თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილების  მიღების მიზეზი.  ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ მესამე მოსმენის შემდეგ  დოკუმენტში არსებითი ცვლილებები  ვეღარ შევა. პრემიერი კი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი  მნიშვნელოვან პოლიტიკურ კომპრომისზე წავიდა, რაც, მისი თქმით,  ოპოზიციამაც უნდა გაიზიაროს.

სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება   დღეს ჯანი ბუკიკიოსა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის მთავარი თემა. კომენტარი დღეს მედიასთან პრეზიდენტის საპარლამენტო  მდივანმა, ანა დოლიძემ გააკეთა. იგი ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მსაგვსად ამბობს, საკონსტიტუციო ცვლილებები სწორედ კონსესუსს უნდა ეყრდნობოდეს.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი