"საქართველოს რკინიგზა" თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

27 ივნისი 2017, 20:00 748 ნახვა

"საქართველოს რკინიგზა"  თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით განცხადებას  ავრცელებს.

 
გთავაზობთ უწყების განცხადებას - ''პირველი ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულების მატარებლის ბიზნეს კლასისა და პირველი კლასის ბილეთის ფასის კორექტირებას ახდენს. ამასთანავე, გვსურს გამოვეხმაუროთ მცდარ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს ბილეთების ფასის ცვლილება  მეორე კლასის ბილეთებს შეეხო. მეორე კლასით მგზავრობის ფასი უცვლელია. ისევე, როგორც წინა სეზონში ფასი იქნება 24 ლარი, არასეზონური ფასი კი 18 ლარი.

საქართველოში სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანა დოტაციურია და  თანხების სუბსიდირება ხორციელდება. გაუმართლბელია სუფსიდირების განხორციელება ბიზნეს კლასისა და პირველი კლასის მგზავრობის, რომელიც დამატებითი სერვისებით სარგებლობას მოიცავს. 
მატარებლში არის 400 ადგილი აქედან პირველი კლასის ადგილს შეადგენს მგზავრთა 10% და ბიზნეს კლასით მოსარგებლეები 2%-ია. მგზავრთა 88%  წინა წლებში დადგენილი ტარიფით იმგზავრებს. "

ამავე კატეგორიაში