ტენდერი უფასო სასადილოს რემონტისთვის

27 ივნისი 2017, 20:00 856 ნახვა

ქობულეთში, მუნიციპალური უფასო სასადილოს რეაბილიტაციისთვის, ბიუჯეტიდან 27 ათასი 260 ლარი გამოიყო. შენობას კაპიტალურად გარემონტდება, გამოიცვლება კარ-ფანჯრები და სამზარეულოს ინვენტარი, ეზოში მოსაცდელი ფარდული მოეწყობა. სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერში წინადადებების მიღება დღეს დაიწყო და 30 ივნისს დასრულდება. სატენდერო პირობებით გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 50  დღეში უნდა დაასრულოს. რემონტის პერიოდში გამგეობა სასადილოს დროებით ალტერნატიულ შენობაში გადაიტანს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი