 
                                        
                                                                    
                            
                            
                                
                                
                            
                            მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე. საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი 9 წლის ბიჭს დაეჯახა. მედიკოსთა ბრიგადას მოზარდი შემთხვევის ადგილას გარდაცვლილი დახვდა.
ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი მინდია კახიძე ამბობს, რომ ცხედარი პროზექტურაში გადაიტანეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.   გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            