ბაირამის დღესასწაული

24 ივნისი 2017, 20:00 908 ნახვა

ბათუმში, რამაზან ბაირამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუსლიმმა მრევლმა, იმ ადგილზე, სადაც ახალი მეჩეთის აგებას ითხოვენ, გენერალ ასლან აბაშიძის #49, ლოცვა აღავლინეს. კუსტარულ სამლოცველო კონსტრუქციაზე სადღესასწაულო ლოცვა დილის 6 საათზე შესრულდა.

პარალელურად ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაული - რამაზან ბაირამი, ბათუმის ცენტრალურ ჯამშეში, "ორთაჯამეშიც" შესრულდა. მრევლის ნაწილი შენობაში, ნაწილი კი ქუთაისის ქუჩაზე ლოცულობდა. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი