ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის მოწყობის მესამე ეტაპი მიმდინარეობს

20 ივნისი 2017, 20:00 777 ნახვა

ქობულეთში საკანალიზაციო  სისტემის მოწყობის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოები ე.წ-ლი „კარიერის დასახლებაში“ დაიწყო.   ჩამდინარე წყლის სისტემისა და სატუმბო სადგურის მოსაწყობად ბიუჯეტიდან მილიონ ნახევრამდე ლარი გამოიყო.

პროექტი გელაურის, ე.წ-ლი „ემტეესისა“ და „კარიერის“ დასახლებების საკანალიზაციო სისტემით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ მიმდინარე სამუშაოები ტურისტულ სეზონზე დამსვენებლების მიღებაში მათ ხელს შეუშლის.  ქობულეთის გამგებლის განცხადებით, გადათხრილი ქუჩები, მილების გაყვანისთანავე, მოშანდაკდება. სულხან ევგენიძე ამბობს, რომ ტურისტულ სეზონს ხელი არ შეეშლება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი