შეხვედრა ვენეციის კომისიასთან

15 ივნისი 2017, 20:00 879 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიის პრეზიდენტსა და მდივანს ხვდება. ჯანი ბუკიკიოსა და თომას მარკერტისგან ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მოისმენს, მოგვიანებით კი სესიაზე თითოეულ რეკომენდაციაზე პოზიციას დააფიქსირებს.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ევროპელი ექსპერტების ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს. მათ შორის არის გადაუნაწილებელი მანდატების საკითხი.

ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ გადაუნაწილებელი მანდატების ხარჯზე პირველ ადგილზე გასული პარტია 89 მანდატზე მეტს ვერ მიიღებს და ეს იქნება ზედა ზღვარი, რასაც ვენეციის კომისია ითხოვს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები დღეს გახდება ცნობილი. ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძეც დაესწრება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი