შეკვეთილში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მინიატურების პარკში, რომელიც გასული წლის აგვისტოში გაიხსნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ღირსშესანიშნაობებია წარმოდგენილი. მათ ახალ სეზონზე 8 მინიატურა დაემატა.
გასართობი პარკი “ციცინათელა” კი სეზონს განახლებული ატრაქციონებით შეხვდა. გახსნის დღესთან დაკავშირებით ორივე პარკი სტუმრებისთვის უფასოდ იმუშავებს.