შუახევში სოფელ კობალთაში მეწყრული პროცესები ისევ გააქტიურდა

15 ივნისი 2017, 20:00 812 ნახვა

შუახევში სოფელ კობალთაში მეწყრული პროცესები ისევ გააქტიურდა, რის გამოც 10 ოჯახი კვლავ გარესამყაროსაა მოწყვეტილი. აჭარის საგზაო დეპარტამენტის და შუახევის გამგეობის ინფორმაციით, გზის აღდგენითი სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება.
 
შეგახსენებთ, შუბნის თემში მეწყრული პროცესები ორი კვირის წინ გააქტიურდა, რამაც საფრთხე კობალთასთან ერთად ერდუათში მცხოვრებლებსაც შეუქმნა. 
ოჯახების ნაწილი  ჯანდაცვის სამინისტროს 25 ათას ლარიანი პროგრამით უკვე სარგებლობენ.  გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე კობალთას მკვიდრებს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა ჩახერგილი გზის გამო შესაძლოა ეს ოჯახებიც გაასახლონ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი