„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა„ ხულოს გამგეობას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ოთარ შაინიძე გამგეობის მიერ მიწოდებულ დოკუმენტზე დაყრდნობით აცხადებს, რომ იანვრიდან მაისის ჩათვლით, მუნციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა 3 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი შეადგინა. ხელფასებზე - 20 %, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე - 22 %, ავტომობილების შენახვაზე და პრემიებისთვის კი 58 %-ი დაიხარჯა.
ოპონენტთა ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ ხულოს გამგეობაში. გამგებლის მოადგილის ლაშა ბოლქვაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტში რთული კლიმატურ პირობების გამო მაისამდე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვერ ანხროციელებენ. ბოლქვაძის განმარტებით წლის განმავლობაში ხულოში ბიუჯეტის 50-% -ი ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზეა გადანაწილებული. ხულოს ადგილობრივი ბიუჯეტი 10 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს, აქედან 4 მილიონ 700 ათასი ლარი ინფრასტრუქტურაზეა გადანაწილებული.