ხერთვისში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის პროცესი განახლდა

13 ივნისი 2017, 20:00 682 ნახვა

ხერთვისში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის პროცესი განახლდა. ადგილობრივი მოსახლეობა „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლებს მათ კერძო საკუთრებაში უკანონო შეჭრაში ადანაშაულებს. ისინი კომპანიისგან სამუშაოების ჩატარების შესახებ სასამართლოს ნებართვას ითხოვს. ხერთვისში აქცია გუშინაც გაიმართა, ადგილზე სახალხო დამცველის წარმომადგენელიც იმყოფებოდა. მოლაპარაკების შედეგად სამუშაო პროცესი დროებით შეჩერდა. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები რჩებიან. 
 „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მოსახლეობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში