,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩის მოწესრიგებას ითხოვს. მერაბ ცინცაბაძის თქმით, ქუჩის 5 მონაკვეთზე ასფალტის საფარი გაჭრილია რაც ტრანსპორტით გადაადგილებას ართულებს. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ თამარ მეფის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთება დასრულდა, თუმცა ქუჩა თავდაპირველ მდგომარეობაში არ დააბრუნეს. გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში ადასტურებენ, რომ მიწისქვეშა სამუშაოები დასრულებულია და ასფალტის საფარს კვირის ბოლომდე დააგებენ.