ბათუმში ,,ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა”, მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ბათუმის მერიის წინააღმდეგ მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში ,,ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტე” და ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” იცავენ. მოსარჩელე მხარე მერიის მიერ გაცემული უარყოფითი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას მოითხოვს. ამასთან, მოსარჩელე მხარე სადავო გადაწყვეტილების დისკრიმინაციულ ხასიათზე მიუთითებს და სასამართლოს მხრიდან მის აღმოფხვრას მოითხოვს.
გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, იქ სადაც ფონდი ახალი სალოცავის მშენებლობას ითხოვდა, რამდენიმე დღის განმავლობაში ღია ცის ქვეშ ლოცულობდნენ. თუმცა მოგვიანებით ტერიტორიაზე ხის კონსტრუქცია განათავსეს, რის გამოც ფონდი მერიის შესაბამისმა სამსახურმა 3 ათასი ლარით დააჯარიმა.