შეზღუდვები ელექტროენერგიაზე

12 ივნისი 2017, 20:00 822 ნახვა

სარემონტო სამუშაოების გამო, ღამის 2-დან 6 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ ჯავახიშვილის, პუშკინის, აღმაშენებლის, ორბელიანის, გორგასლის, გორგილაძის, ჭავჭავაძის, თაყაიშვილისა და ბაგრატიონის ქუჩებს. დილის 6-დან 9 საათამდე, დაბა ჩაქვსა და მიმდებარე სოფლებს. 10-დან 18 საათამდე  რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩებს,  ჩაქვში მეგენეიშვილის ქუჩის აბონენტებს, ასევე აჭყვას და საჩინოს.  


10-დან 18 საათამდე დაბა ხელვაჩაურის ნაწილს შეუწყდება შუქის მიწოდება, ასევე  სატეხიას, ჭარნალსა და ვარშალომიძეებს. 12-დან 16-მდე აბუსერიძის, ფიროსმანის, აბაშიძისა და ტაბიძის ქუჩებს. მაღალმთიან აჭარაში 8-დან 19 საათამდე შუქის მიწოდება შეუწყდება, დაბა ქედას, მერისს, პირველ მაისს, კოკოტაურს, ვაიოსა და წონიარისს. 10-დან 18 საათამდე ნენიას, უჩამბას, წაბლანას, ოლადაურს, ვერნებსა და დაბა ხულოს ნაწილს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი