,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქედის ორგანიზაციაში კანონდარღვევაზე საუბრობენ

11 ივნისი 2017, 20:00 890 ნახვა

რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვაჟა ბოლქვაძის აზრით, ფრაქციის მიერ ბიუროს სხდომაზე შეტანილ ინიციატივას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს, რაც ადგილობრივი თვითმართველობის კანონის დარღვევაა. ინიციატივა ჩაქვში ხეების გადატანის შეჩერებას გულისხმობდა, რომელიც ბოლქვაძის ინფორმაციით ინფრასტრუქტურასა და ბუნებას ზიანს აყენებდა.

მიმართვა საქარველოს პრეზიდენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მისამარით იყო, რომელშიც ნათქვამია, რომ მახინჯაურში, ჩაქვსა და ციხისძირში შექმნილი მდგომარეობა უარყოოფითად აისახება მლიანად რეგიონზე და მის ბუნებრივ გარემოზე. მიმართვის მეშვეობით ფრაქცია მოუწოდებდა, რომ მთავრობას დროული და სათანადო რეაგირება მოეხდინა. საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნულს კანონდარღვევად არ მიიჩნევს და განმარტავს, რომ ბიუროს წევრებიდან საკითხს მხარი მხოლოდ ერთმა წევრმა დაუჭირა, რაც საფუძველს არ აძლევდა საკითხი საკრებულოზე განსახილველად გასულიყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი