მდგომარეობა საზაფხულო იალაღებზე

09 ივნისი 2017, 20:00 924 ნახვა

ხულოს იალაღებზე არსებული პრობლემები და გოდერძი - ბეშუმის საავტომობილო გზის მდგომარეობა - ამ თემებზე განცხადება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხულოს ორგანიზაციაში გააკეთეს. ირაკლი ჯორბენაძის თქმით, მოიალაღეებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. ასევე, დაზიანებული საავტომობილო გზის გამო გადაადგილება შეფერხებულია.

ჯორბენაძე ასევე ამბობს, რომ  მოიალაღეებისთვის მზად არ არის სატყეო ბილეთები, რომლითაც საშეშე მასალა უნდა დაამზადონ. ხულოს გამგეობაში განმარტავენ, რომ გოდერძი-ბეშუმის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება. ასევე, მიმდინარეობს საშეშე მასალისთვის ბილეთების გამოწერა და  პროცესი ორშაბათს დასრულდება. 

რაც შეეხება ელექტროენერგიას, ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას”, ხულოს მომსახურების ცენტრის მენეჯერის ინფორმაციით, ბეშუმის მთის ორი უბანი დავალიანების გამოა გათიშული, ხოლო სხვა ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი